საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა შემდეგ მონაკვეთებზე:
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ37 (ქუთაისი-ტყიბული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები