კახა კალაძე: ეს წელი იყოს თითოეული ჩვენგანის ოცნებების რეალიზების წელი! (ვიდეო)

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს: “გილოცავთ ახალ 20016 წელს! გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და ბედნიერებას! ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში – ჯანმრთელობას, სურვილების და მიზნების ასრულებას, ყველა გეგმის და ჩანაფიქრის რეალიზებას!!! ვისურვებდი, ეს წელი იყოს თითოეული ჩვენგანის ოცნებების რეალიზების წელი! ერთად ყოფნა, თანადგომა და სიყვარული არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება გავუკეთოთ ერთმანეთს და ჩვენს ქვეყანას! მშვიდობა, ძლიერება და ნათელი დღეები ჰქონოდეს საქართველოს”! – ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები