სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახს ახალი წელი მიულოცა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გოგინავების 12-სულიან ოჯახს ახალი წელი მიულოცა. უწყების ინფორმაციით, წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრების შემდეგ, გოგინავების ოჯახი ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდება.
დევნილთა სამინისტრომ გოგინავებს თბილისის ზღვაზე, ე.წ. ოლიმპიურ სოფელში სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები გადასცა. სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახს ახალმოსახლეობა მიულოცა და წინასაახალწლოდ ბავშვებს ტკბილეული მიუტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები