პრეზიდენტი პოლიციელების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თელავში, პოლიციელების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ქვეყნის პირველი პირი გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც პოლიციის კაპიტნის, გელა ლამაზოშვილისა და პოლიციის ინსპექტორის, მაია ჯავახიშვილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის და პოლიციის ინსპექტორის მაია ჯავახიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. პატივს მივაგებ მათ ნათელ ხსოვნას და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას”, -ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები