გიორგი ბადაშვილმა მაკა რიგვავას ოჯახს ახალი წელი მიულოცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, გიორგი ბადაშვილმა და უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე დალაქიშვილმა მაკა რიგვავას ოჯახს ახალი წელი მიულოცეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილმა საგამოძიებო სამსახურის სახელით ოჯახს სოლიდური თანხა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ცნობისთვის, მაკა რიგვავას შვილს, 9 წლის მარიამს ჰიდროცეფალიის დიაგნოზი დაუდგინდა და ამჟამად საჭიროებს ღეროვანი უჯრედების გადანერგვას, რის შემდეგაც შეძლებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. მარიამის დასახმარებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყველა თანამშრომელი გაერთიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები