პატიმარი ქალები გრძელვადიანი პაემნებით ისარგებლებენ

ქალი მსჯავრდებულები დღეიდან გრძელვადიანი პაემნებით ისარგებლებენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ოთახები ოფიციალურად გახსნა.
კახიშვილის თქმით, დაპირებისამებრ, სამინისტრომ უზრუნველყო პაემნების ოთახების მომზადება. დღესვე გრძელვადიანი პაემნების ოთახებში პირველი მსჯავრდებულები 24 საათს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებენ.
კახიშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველებისთვის გრძელვადიანი პაემნების ოთახის გამოყენების თანხებს კი სასჯელაღსრულების სამინისტრო გაიღებს.
ცნობისთვის, #5 დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემნებისთვის 4 ოთახი მომზადდა, რომელიც წარმოადგენს ოჯახური ტიპის საცხოვრებელს. მინისტრმა დღესვე ახალი წელი მიულოცა #5 დაწესებულებაში განთავსებულ დედათა და ბავშვთა ცენტრის მცხოვრებლებს და დაჰპირდა, რომ მსჯავრდებულების შვილებს, რომლებიც დაწესებულებაში იზრდებიან, ახალ წელს თოვლის პაპა მიულოცავს.
მინისტრთან ერთად, დედათა და ბავშვთა დაწესებულებაში მყოფებს საჩუქრები გადასცა მაღაზია “ისი-პარმა” და კომპანია “ავერსმა”. კახა კახიშვილი დაწესებულებაში მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები