სცენის დაზიანების მიუხედავად, ბათუმში საახალწლო კონცერტი გაიმართება

ბათუმში, ევროპის მოედანზე მოწყობილი საახალწლო კონცერტის სცენა თოვლმა დააზიანა – ჩამონგრეულია სცენის სახურავის ნაწილი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულის გამო, საახალწლო კონცერტი, ევროპის მოედნის ნაცვლად, შესაძლოა, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართოს. თუმცა ინფორმაცია “კვირას“ ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა არ დაუდასტურა.
მისი თქმით, სცენის დაზიანებული ნაწილი აღდგება და კონცერტი გეგმის თანახმად გაიმართება.
დღეს, 22:00 საათზე, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი, ქართული ორკესტრი და კაპელა სამსაათიან საახალწლო პროგრამას სთავაზობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები