გიორგი ტყემალაძემ და ვლადიმერ ძნელაძემ “დიდუბე 2014’’-ის გუნდის წევრებს ახალი წელი მიულოცეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ძნელაძემ ფეხბურთის კლუბ “დიდუბე 2014”-ის გუნდის წევრებს, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” სახელით დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
საკრებულოს წევრებმა და ნორჩმა ფეხბურთელებმა შეხვედრაზე, გუნდის მიერ წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
როგორც შეხვედრის დასასრულს გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თავის დროზე გუნდის შექმნის მიზანი ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია-დანერგვა იყო, დღეს კი უკვე კლუბ “დიდუბე 2014”-ის წევრები წარმატებით ასპარეზობენ და მათ ანგარიშზე არაერთი გამარჯვება ირიცხება.
“ეს ბავშვები ჩვენი მომავალია და იმედი მაქვს, რომ მათ წინ საინტერესო და წარმატებული ცხოვრება ელით. ვულოცავ მათ დამდეგ ახალ წელს და მომავალ წელს კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებ’’,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი “დიდუბე 2014” უმეტესად სოციალურად დაუცველი ბავშვებისგან არის დაკომპლექტებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები