საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ მიმდინარე წლის რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა, რომელსაც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა.
საბჭო საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტის „დასაქმება და პროფესიული განათლება” ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
საბჭოს მიზანია, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების” საფინანსო შეთანხმების პირობათა შესაბამისად, სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია.
სხდომაზე განხილული იქნა 2015 წელს დაგეგმილი ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და პოლიტიკის მატრიცით განსაზღვრული განსახორციელებელი აქტივობები.
სხდომას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, სექტორული საკოორდინაციო საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები