გიორგი კვირიკაშვილი გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც დაღუპული სამართალდამცავების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“დიდი ტკივილი მოგვაყენა ორი ქართველი პოლიციელის გარდაცვალებამ. პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი და პოლიციის ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას, იცავდნენ მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები