კახა კახიშვილმა მსჯავრდებულებს ახალი წელი მიულოცა

N15 პენიტენციურ დაწესებულებბაში ,,ქართულმა ხმებმა“ მსჯავრდებულისთვის საახალწლო კონცერტი გამართეს, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაესწრო.
კახა კახიშვილი მსჯავრდებულებს პირადად გაესაუბრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
,,ჩვენ შევეცადეთ მსჯავრდებულებისთვის საახალწლო, საშობაო განწყობა შეგვექმნა. მინდა მთელი სამინისტროს სახელით, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვებთ ჯანმრთელობას, თავისუფლებასა და ოჯახებში დაბრუნებას. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ მთავარია, თავი არ ჩავღუნოთ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიოთ“, -განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრმა ,,ქართულ ხმებს“ სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების ფარგლებში, ანსაბლმა ,,ქართული ხმების“ წევრებმა საკუთარი და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან რამდენიმე ნაწაროები შეასრულეს. ანსამლის წევრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულებთან ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს.
,,ქართული ხმების“ სახელით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პირადად მინისტრს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ შესაძლებლობა მოგვცა, მსჯავრდებულებისთვის კონცერტი ჩაგვეტარებინა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარებით მსჯავრდებულების რეაბილიტაციის ხელშეწყობა ხდება და აქტივობების განხორციელება აუცილებელია“, – განცხადა ,,ქართული ხმების“ წევრმა კახა გრიგალაშვილმა.
პენიტენციური დეპარატამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც იგეგმება.
,,ქართულმა ხმებმა“ ნამდვილი საახალწლო განწყობა შექმნეს და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. დღეს ქართული სულისა და ქართული გენის ზეიმი იყო. მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაგრძელდება და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც ჩავატარებთ კონცერტებს“, – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
მსჯავრდებულებმა სამინისტროსა და პირადად მინისტრს მადლობა გადაუხადეს.
დაწესებულებაში სტუმრობისას მინისტრმა მსჯავრდებულებისგან მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილმა N15 პენიტენციური დაწესებულების ეზოში მშენებარე ტაძარიც დაათვალიერა, რომელიც მსჯავრდებულების მონაწილეობით იგება.
კახა კახიშვილს მსჯავრდებულებმა საჩუქრად ხატები და სუვენირები გადასცეს.
დაწესებულების ბიბლიოთეკას კი სამინისტრომ საჩუქრად სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები