ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებების ზენიტში დატოვა ხელისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებების ზენიტში დატოვა ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
ივანიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილმა ყველა პრობლემას კარგად გაართვა თავი და მან თანამდებობა როგორც წარმატებულმა პრემიერმა ისე დატოვა.
“მე ვერ ვხედავ და არ ვიცი ისეთი პრობლემა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა. გავიხსენოთ როგორი გუნდი მოვედით ჩვენ. ღარიბაშვილი ჩემი პრემიერობის დროს გახლდათ შს მინისტრი, გავიხსენოთ ის რელობა, რაც ჩვენ მივიღეთ მაშინ. საკმაოდ მძიმე სამინისტრო ჩაიბარა ირაკლიმ და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებით გაართვა თავი. რაც შეეხება როგორი პრემიერი იყო ირაკლი, როგორც მე და სხვა დანარჩენები, რომლებსაც არ გვქონდა პოლიტიკური გამოცდილება, პროცესში გავიზარდეთ. ირაკლიც საკმაოდ გაიზარდა და ის ავიდა თავისი წარმატების პიკზე. წარმატებების ზენიტში დატოვა მან ხელისუფლება, როგორც მე. ჩვენ გუნდთან ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა იმუშავა ძალიან წარმატებულად. მან შეაჯამა სამი წლის შედეგები და მე არ გავიმეორებ იმ ციფრებს და იმ მიღწევებს, რასაც ირაკლის პრემიერობის დროს გუნდმა მიაღწია. რეალობიდან გამომდინარე თუ გავაანალიზებთ როგორი სიტუაცია იყო საქართველოში და რა გაკეთდა 2 წლის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით მთავრობას ძალიან კარგი შეფასებები შეიძლება მივცეთ. ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა ძალიან წარმატებული პრემიერი, ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები