ავღანეთში დღე-ღამის განმავლობაში 20-ზე მეტი „ბოევიკია“ ლიკვიდირებული

ავღანეთის უშიშროების ძალებმა ერთი დღე-ღამის განმავლობაში 22 „ბიევიკი“ გაანადგურეს, ქვეყნის შვიდ პროვინციაში ანტიტერორისტული ოპერაციები ჩატარდა. სამი ტერორისტი დაკავებულია. ანტიტერორისტულ ღონისძიებებში ავღანეთის ნაციონალური არმია და უშიშროების ძალები მონაწილეობდნენ. რეიდების დროს აღმოჩენილია და ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი. ავღანეთში ბოლო დროს ვითარება გამწვავდა. რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ქვეყნის სხვადასხვა რაიონში თავდასხმებს რეგულარულად აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები