სასჯელაღსრულების სამინისტროს თბილისის მერიამ საჩუქრად წიგნები გადასცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თბილისის მერიამ აქციის: „აჩუქრე წიგნი პატიმარს“ ფარგლებში საჩუქრად წიგნები გადასცა. აქცია: „აჩუქე წიგნი პატიმარს“ სტუდენტების ინიციატივით ხორციელდება.
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა მსჯავრდებულებისთვის 150-მდე სხვადასხვა ჟანრის წიგნი გამოყო. მათ შორის, ნოდარ გურაბანიძის „რეჟისორი – გიზო ჟორდანია“, ლერი ალიმონაკის „ელიაზარის დაბრუნება“, სანდრო მრევლიშვილის „პიესები“, ალექსანდრე გაბელაიას „ხოგაის მინდი“, თენგიზ უთმელიძის „სუხიშვილები – რომანტიკული ფოტომატიანე“, რევაზ მიშველაძის ოთხტომეული. ასევე, „თბილისი ფოტოს“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის საოჯახო ფოტოალბომები და ნუგზარ მეძმარიაშვილისა და თამაზ ვარვარიძის ნახატების კატალოგები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები