ანკარაში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს
ანკარაში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ახალი წლის ღამეს ტერაქტს ამზადებდნენ. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება. როგორც ტელეკომპანიას თურქეთის მაღალი თანამდებობის პირმა აცნობა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ტერორისტები ანკარის ცენტრალურ მოედანზე – ყიზილაიზე აფეთქებებს გეგმავდნენ. ამ ადგილას ახალ წელს, ტრადიციულად, ბევრი ადამიანი იკრიბება.
ეჭვმიტანილები ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტმა დააკავა. მათ ჩხრეკის დროს ე.წ. შაჰიდის ქამარი აღმოაჩნდათ, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა და რკინის ბურთულები იყო დამონტაჟებული.