დაჭრილი პოლიციელის დასახმარებლად თბილისიდან თელავში ვერტმფრენით ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.
დაჭრილი სამართალდამცავი გიორგი მღებრიშვილმა ცოტა ხნის წინ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოინახულა. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მაია ჯავახიშვილის დასახმარებლად თბილისიდან თელავში ვერტმფრენით ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა.
“მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – გასროლა ცეცლსასროლი იარაღიდან არ მომხდარა. ამოღებულია სანადირო თოფი”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, სამართალდამცავების მისამართით გასროლა არა პოლიციის ეზოდან, არამედ საკუთარი სახლის ეზოდან მოახდინა.
როგორც ცნობილია, თელავში, პოლიციის შენობის ეზოში დღეს იარაღიდან გასროლით ერთი პოლიციელი მოკლეს, კიდევ ერთი სამართალდამცავი ქალი კი დაჭრეს. მომხდარის გამო გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც მთავრობის კაბინეტის სხდომას ესწრებოდა, მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა და თელავში გაემგზავრა.
შსს-მ პოლიციელების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები