ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს დამდეგი 2016 წელი მიულოცა. მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებაზე ირაკლი შოთაძემ განვლილი წელი შეაჯამა. პროკურორმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე, რომელსაც მთავარი პროკურორის მოადგილეები: მამუკა ვასაძე, გიორგი გოგაძე და გიორგი გაბიტაშვილი ესწრებოდნენ, პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით, სამახსოვრო საჩუქრებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დაჯილდოვდნენ.