დაღესტანში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა დაღესტანის ქალაქ დერბენტის ერთ-ერთ ისტორიულ ძეგლთან მომხდარი სროლის შედეგად.
როგორც სააგენტო „ტასს“ საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს, თავდასხმა ციხესიმაგრესთან მოხდა. ბოროტმოქმედებმა იქ მისულ დამთვალიერებლებს ცეცხლი გაუხსნეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ცეცხლი ახლომდებარე ტყიდან გაიხსნა. სროლის ადგილზე ავტომატის 60-ზე მეტი მასრაა აღმოჩენილი. თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. „ინტერფაქსის“ ცნობით, დაღუპული სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელია. კიდევ ოთხი ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები