დაჭრილი პოლიციელის, მაია ჯავახიშვილის მდგომარეობა მძიმეა
თელავის შს სამმართველოს ეზოში სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი -მაია ჯავახიშვილი დაიჭრა, – ამის შესახებ „კვირას“ თელავის მერის მოადგილერმ ალექსანდრე საჩიშვილმა განუცხადა.
მაია ჯავახიშვილი თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც “კვირას” თელავის რაიონულ საავადმყოფოში განუცხადეს, დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ის საოპერაციოში იმყოფება და ოპერაცია უტარდება.
შეგახსენებთ, რომ თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სროლის შედეგად პატრულის თანამშრომელი მოკლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილის შესახებაც. სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს.