თელავში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი გელა ლამაზოშვილია

თელავის შს სამმართველოს ეზოში სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გელა ლამაზოშვილი დაიღუპა, ხოლო მეორე დაჭრილი თელავის სააავადმყოფოშია მოთავსებული, – ამის შესახებ „კვირას“ თელავის მერის მოადგილემ, ალექსანდრე საჩიშვილმა განუცხადა.
საჩიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლიციელი გელა ლამაზოშვილი დაახლოებით 40 წლის იყო. მისივე თქმით, მას პოლიციაში მუშაობის 15-წლიანი სტაჟი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სროლის შედეგად პატრულის თანამშრომელი მოკლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილის შესახებაც. სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები