თელავში, პოლიციის შენობის ეზოში, პატრულის თანამშრომელი მოკლეს

კახეთში, თელავში, პოლიციის შენობის ეზოში პატრულის თანამშრომელი მოკლეს, – ამის შესახებ „კვირას“ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დანაშაული დღეს დაახლოებით 13.00 საათზე მოხდა.
საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, გარდაცვლილი თელავში მცხოვრებია. აღნიშნული “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილის შესახებაც. სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნეს. არიან დაჭრილებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები