ბუკა ნიკურაძის გარდაცვალების მიზეზს იტალიელი ექსპერტები შეისწავლიან

იაშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ და კლინიკის დირექტორმა შოთა ჯოგლიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში კლინიკის მიმართ გამოვლენილი აგრესიის გამო განცხადება გააკეთეს.
პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომ ლიმფობლასტური ლეიკემიით გარდაცვლილი ბუკა ნიკურაძის სადავო შემთხვევას იტალიის პადუას საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტები შეისწავლიან. კლინიკის ხელმძღვანელობის განმარტებით, ითვალისწინებენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე და მიიღეს გადაწყვეტილება, უცხოელი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გადამოწმდეს კლინიკაში დაფიქსირებული სადავო შემთხვევები.
საქართველოში იტალიის ექსპერტთა ჯგუფი 15-20 იანვარს ჩამოვა, მათ შორის, პადუას საუნივერსიტეტო კლინიკის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრიული ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე ონკოჰემატოლოგიური ლაბორატორიული სერვისის უფროსი. კლინიკის ხელმძღვანელობამ საუბრისას აღნიშნა, დასკვნა მომავალი წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება. კლინიკის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას მიმართა, ნუ გააკეთებენ წინასწარ იაშვილის კლინიკის მიმართ აგრესიულ და უარყოფით დასკვნებს და დაელოდონ აღნიშნული კვლევის შედეგების დასრულებას, რომელსაც ისინი საზოგადოებას გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები