დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ
თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი “თბილსერვისის” ოფისთან ხელფასის მატების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ კუთვნილი მეცამეტე ხელფასი არასრულად ჩაერიცხათ.
“ჩვენ ვითხოვთ ხელფასების მატებას, რადგან ყველაფერი გაძვირებულია. ასევე ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ მეცამეტე ხელფასს, რომელსაც არასრულად გვირიცხავენ. დღეს დილით თითქმის მთელი დასუფთავების სამსახური იყო გაფიცული, თუმცა, “თბილსერვისის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა, დავით ბურჭულაძემ გადაწყვიტა, მუქარის გზით შეეშინებინა გაფიცული თანამშრომლები, სწორედ ამიტომ ახლა ნაწილი გავიფიცეთ. ჩვენი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამდე გაფიცულები ვიქნებით”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.