გიორგი კვირიკაშვილი: საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო. როგორც კვირიკაშვილმა  პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, ხალხმა მხოლოდ დაპირებების გამო არ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“.
“სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იმ ექსპერტის წინასწარი ანალიზი, რომელიც ჩართული იყო წინასაარჩევნო პროცესში, ზოგჯერ იყო გადაჭარბებული. ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არ იყო ავანტურა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ტარიფების ზრდას, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ დონის, 45%-იანი დევალვაციის პირობებში, შეუძლებელია მარეგულირებლებმა არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტიება, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებების გარეშე უბრალოდ ფუნქცონირებას შეწყვეტენ ის სუბიექტები, რომლებიც ამ ბიზნესშია არიან ჩართული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები