ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს – ვიდეო

ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი – ანზორ გუნბერიძე დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ზედამხედველობის პროცესში, რომელიც ეხებოდა ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენას, კერძოდ კი ერთ-ერთ ობიექტზე ვითომდა გაკრული პლაკატებისაგან გასუფთავებას, რაც რეალურად არ არსებობდა, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაამზადებინა სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი, რის საფუძველზეც მერიიდან აღნიშნულ კომპანიას საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა 5000 ლარი. სანაცვლოდ ბრალდებულმა ქრთამის სახით მოიოთხოვა და აიღო თანხის ნახევარი, 2500 ლარი.
ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები