შსს-მ მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დააკავა – ვიდეო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ხათუნა ბ. მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებულ პაატა ხ-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ხათუნა ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები