თინათინ ხიდაშელი: თავდაცვის სისტემაში რადიკალური ცვლილებების დრო დადგა

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უამრავი რეფორმა განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უამრავი რეფორმა განხორციელდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ თავდაცვის სისტემაში რადიკალური ცვლილებების დრო დადგა. სამხედრო სისტემისთვის დამახასიათებელი ხისტი მიდგომის გამო ეს ინსტიტუტი ვერტიკალურად იმართებოდა. თუმცა, ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და გვსურს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობისთვის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები გადაწყვეტილებათა მიღების დემოკრატიულ პრინციპებს უნდა პასუხობდნენ.

თინათინ ხიდაშელმა ანალიტიკურ ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ერთ-ერთ მაგალითად სამხედრო პოლიციის რეფორმა მოიყვანა.

„მნიშვნელოვან რეფორმას ვატარებთ სამხედრო პოლიციაში. რეფორმა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ძალ-ღონეს არ ვიშურებთ პროცესის დასაჩქარებლად, რათა გაწერილ ვადებში ჩავეტიოთ. რატომ არის ეს რეფორმა საჭირო? – სხვადასხვა მიზეზის გამო. წინა ხელისუფლების დროს სამხედრო პოლიცია ცნობილი იყო, როგორც ადამიანების წამების მთავარი ინსტრუმენტი. ამ აღქმის გასანეიტრალებლად და უფრო ძლიერი, ტრანსპარენტული და ანგარიშვალდებული ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად ამ სფეროს დრამატული რეფორმა იყო საჭირო. ხშირად უწყება არ საჭიროებს ინსტიტუციონალურ რეფორმას, თუმცა ნეგატიური აღქმის გასანეიტრალებლად საჭიროა სხვადასხვა სახის დრამატული ღონისძიებების გატარება და ინოვაციური მიდგომა,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები