ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულობა “თავისუფალმა დემოკრატებმა” მიიღეს

„ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულობა 2015 წლის განმავლობაში “თავისუფალმა დემოკრატებმა” მიიღეს“, – ამის შესახებ აუდიტის სამსხურის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაში წერია. მათი ინფორმაციით, “თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფულადი შემოწირულობის სახით 279 ათას 710 ლარი მიიღო.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებს, აუდიტის სამსხურის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფულადი შემოწირულობის სახით – 260 ათას 240.73 ლარი მიიღო.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა კი, 2015 წლის განმავლობაში ჯამში 171 ათას 170.50 ლარის შემოწირულობა მიიღო. პარტიამ 1 წლის განმავლობაში ფულადი შემოწირულობის სახით – 165 ათას 660.50, არაფულადი შემოწირულობის სახით კი, 5 ათას 510 ლარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები