სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

ერთ-ერთი გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალაქში სარეალიზაციოდ გამოტანილი ვირის ხორცი გამოჩნდა, “კვირა“ სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუკავშირდა.
მათი განცხადებით, ვირის ხორცის დახლზე აღმოჩენის თაობაზე, მოქალაქეების მხრიდან მათთან შეტყობინება არ შესულა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც დაცული არ არის შენახვის სათანადო პირობები – ტემპერატურული რეჟიმი და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.
ამასთან, სააგენტო მიმართავს მომხმარებლებს, ხორცის შეძენისას გაითვალისწინონ, რომ ცხოველი სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს დაკლული და მოითხოვონ „ფორმა N2“.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, მათ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესოპერატორად დარეგისტრირებული რეალიზატორების მიერ სარეალიზაციო ხორცის კონტროლის უფლებამოსილება აქვთ, რასაც ვერ ახორციელებს გარემოვაჭრეების მიერ გასაყიდად გატანილ ხორცზე. თუ მოქალაქეები საეჭვო წარმომავლობის ხორცს აღმოაჩენენ, სააგენტო მათ მოუწოდებს, დარეკონ „ცხელ ხაზზე“.
„კონკრეტულად ვირის ხორცის თაობაზე ჩვენთან შეტყობინება არ შემოსულა, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც დაცული არ არის შენახვის სათანადო პირობები – ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარული-ჰიგიენურ ნორმები. ხორცის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ცხოველი სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს დაკლული, მოითხოვეთ “ფორმა 2“. ჩვენ ვერ ვაკონტოროლებთ გარე ვაჭრობას. თუ პირი ბიზნესოპერატორად რეგისტრირებულია, ასეთ შემთხვევაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ აქვს უფლებამოსილება, ის დააჯარიმოს. თუმცა, თუ დადგინდა, რომ სარეალიზაციოდ გამოტანილი ცხოველი სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული, ასეთი ხორცის ამოღება მოხდება. სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის პრიორიტეტულია საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას, საეჭვო ფაქტების შემთხვევაში, აუცილებლად დარეკონ ჩვენი „ცხელი ხაზის“ ნომერზე: 2 91-91-68;2 91-91-67, ჩვენი რეაგირება იქნება მყისიერი“, – განუცხადეს “კვირას“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები