ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცეს

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, მსოფლიოში ცნობილ ქართველ მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია იტალიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. საღამოს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.IMG_8015

“დღეს მაქვს პატივი და ბედნიერება, გადავცე ქალბატონ ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი, რომელიც მას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიასა და მის მშობლიურ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებისთვის მიანიჭა. ნინომ თავისი ტალანტი, ისევე როგორც ბევრმა ქართველმა მომღერალმა იტალიაში, ლა-სკალას აკადემიაში დახვეწა. ნინო საქართველოს კულტურის დესპანია იტალიაში და იტალიის კულტურის დესპანია მთელს მსოფლიოში. ნინო სურგულაძე თავისი წარმატების წყალობით ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა ფონდ “ნატვრის ხის” მეშვეობით, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება.
ყველა ამ მითითებულ დამსახურებასთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ, გადავცე ქალბატონ ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი. მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო კულტურისა და ჯანდაცვის მინისტრებს, რომელთა აქ დასწრება ნიშანდობლივია, ნინოს მოღვაწეობიდან გამომდინარე. ასევე იტალიელი კარდიოქირურგების დელეგაციას, პროფესორ ვიტორიო ვანინის ხელმძღვანელობით, რომელიც თვეში ერთხელ ჩამოდის საქართველოში და უფასო ოპერაციებს უტარებს ქართველ ბავშვებს”, – განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტონიმ.
ნინო სურგულაძემ მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს და იტალიის საელჩოს საქართველოში და განაცხადა, რომ დღეს მას იგივე ემოცია დაეუფლა, როგორიც 22 წლის ასაკში, როცა ლა-სკალას სცენაზე პირველად ფეხი შედგა.12231295_1176616379033635_1306484659_n
„- ალბათ მეტყობა კიდეც, რომ ძალიან აღელვებული ვარ. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და დარწმუნებული ვარ, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ წინ წავა და განვითარდება. ჩვენი ურთიერთობები საუკუნეებს მოიცავს, ყველა ის ადამიანი – ქართველი იტალიაში თუ იტალიელი საქართველოში ვინც მოღვაწეობს, ხელს უწყობს ამ ურთიერთობების განვითარებას და მათი წარმატება სწორედ ამის საწინდარია. ჩემთვის ეს არის ათჯერ პასუხისმგებლობა და ერთგვარი ავანსი, რომ სამომავლოდ კიდევ ძალიან ბევრი რამ გაკეთდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც მე შემიძლია. დიდ მადლობას ვუცხადებ ბატონ ელჩს ამ თბილი მიღებისთვის და, რა თქმა უნდა, იტალიის პრეზიდენტს, რომ მე ამ ქვეყანამ მიმიღო, როგორც საკუთარი შვილი“, – აღნიშნა ნინო სურგულაძემ.
ქართველ მეცო-სოპრანოს ჯილდო კულტურის და ჯანდაცვის მინისტრებმა მიულოცეს.
მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი: „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა ქალბატონ ნინო სურგულაძეს ეს ჯილდო მივულოცო, რომელიც არის არა მხოლოდ მისი პირადი შემოქმედებითი და საქველომოქმედო საქმიანობის ამსIMG_8007ახველი, მე ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი არის, თუ რამდენად აფასებენ ქართულ კულტურას იტალიაში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ კულტურა გახლავთ ის ენა, რომელზეც განვითარებული თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოებები საუბრობენ. ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ კულტურა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დიპლომატიის ინსტრუმენტი. მე მინდა ქალბატონ ნინოს მივულოცო კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მას და მის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხეს“ იმ საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევა. იანვარშიც კიდევ 1 ღონისძიება გველოდება წინ, რომელიც ასევე საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება და შემოსული თანხა ბავშვებისთვის საქველმოქმედოდ გადაირიცხება“.
დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი:IMG_7979

„ჩემთვის, მართლაც, დიდი პატივია, დღევანდელ საღამოზე დასწრება, მაშინ როდესაც ქალბატონ ნინოს გადაეცა იტალიის მთავრობის მაღალი ჯილდო, იტალიის ვარსკვლავის წოდება. ქალბატონი ნინო, გარდა იმისა, რომ, მართლაც, გამორჩეული წარმომადგენელია ქართული და იტალიური ხელოვნების სფეროში, ის ასევე უდიდეს საქმეს აკეთებს ჯანდაცვაში. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ერთმანეთთან. ქალბატონი ნინოს მიერ შექმნილი ფონდით რამდენიმე ათეული პაციენტი დაფინანსდა, რომლებსაც მიეცათ განკურნების საშუალება. ჩემთვის დიდი პატივია, მივულოცო მას ეს წარმატება და იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა გაგრძელდება“.
დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ ქართველმა მეცო-სოპრანომ მოწვეული სტუმრებისთვის ქართულ და იტალიურ ენებზე ორი ნაწარმოები შეასრულა.

IMG_7879

127

12351025_1176616382366968_2131871851_n

IMG_7879 (1)

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები