წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს გზის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული 8,9 კმ-იანი გზა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზას უერთდება და ასევე, ერთმანეთთან აკავშირებს მარნეულსა და მის მიმდებარე სოფლებს: დიდ მუღანლოს, ლეჟბადინსა და ქესალოს.
პროექტის ფარგლებში, სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი; მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; მოეწყო: ადგილობრივ გზებთან მიერთებები, კიუვეტები, საორიენტაციო ბოძკინტები, დამცავი პარაპეტები და საგზაო ნიშნები. სარეაბილიტაციო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის არ იყო შემორჩენილი. გარკვეული მონაკვეთები კი ისე იყო ამორტიზებული, რომ გზის სავალ ნაწილზე ზედაპირული წყლები მიედინებოდა. ქვემო ქართლის აღნიშნული დასახლებული პუნქტები სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების უხვი მოსავლით გამოირჩევა და როგორც ადგილობრივი დოვლათის გადასაზიდად, ასევე, სხვა კომუნიკაციისათვის მოსახლეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული გზის ტექნიკურ მდგომარეობას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 750 000 ათასი ლარია.