დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში და ხელს მოაწერს მემორანდუმს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „აბრეშუმის გზის“ ფონდში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.