მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში მოსწავლეებისთვის სიმულაციური სწავლება გამართეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმის სკოლის „შპს გიმნაზია 21-ე საუკუნე“ მოსწავლეებისა და პერსონალისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გამართეს.
სწავლების ,,მეხანძრე-მაშველი მომავალი თაობის უსაფრთხოების სამსახურში“ ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალის იმიტირებული ევაკუაცია განახორციელეს, „დაშავებულები” სპეციალური საკაცით სკოლის შენობიდან ჩამოიყვანეს. ღონისძიების მიზანი სხვადასხვა ინციდენტზე საგანმანათლებლო დაწესებულების კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და მოსწავლეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაა.