სტიქიით დაზარალებულ 44 ოჯახს მერიისგან 12 მილიონამდე ლარი გადაეცა

„13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ 44 ოჯახს მერიისგან 12 მილიონამდე ლარი გადაეცა“,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. მისი განმარტებით, იმ დაზარალებული ოჯახებისგან, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ საცხოვრებელი, სახელმწიფომ ქონება გამოისყიდა და ახალი ბინის შესაძენად თანხები გადასცა.
გარდა ბინის შესაძენი თანხისა, დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფოსგან კომპენსაციაც გადაეცათ
„სახელმწიფომ დაზარალებული მოსახლეობისგან ქონება გამოისყიდა, თუ რამე პრობლემებია, მოსახლეობას შეუძლია მოგვმართოს როგორც საკრებულოში, ისე მერიასა და ვაკის რაიონის გამგეობაში. პირველი ეტაპი დასრულდა, უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, ჯამში, 12 მილიონ ლარამდე გადაეცათ. აქედან 70%-მა უკვე იყიდა ბინები და ცხოვრობენ მასში, გარდა ამისა, გადავეცით კომპენსაციები, რომ პირველადი მოხმარების საგნები და ავეჯი შეეძინათ. ახლა გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც აღდგება ის სახლები, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარება. ვისაც სურს, რომ აღუდგეს სახლები, მათ აღუდგებათ, მაგრამ თუ არ აქვთ სახლების აღდგენის სურვილი, მათ ქონებასაც გამოვისყიდით და ბინის თანხას გადავცემთ“, – განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები