„სუხიშვილები“ თვენახევრიან ტურნეში ბულგარეთში, შვეიცარიასა და იტალიაში გაემგზავრა
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ თვენახევრიან ტურნეში ბულგარეთში, შვეიცარიასა და იტალიაში გაემგზავრა. იქამდე კი მოცეკვავეებმა ისრაელში წარმატებული გასტროლები განახორციელეს. ქალაქ სოფიაში გამართულ კონცერტს 4 500 მაყურებელი დაესწრო, მათ შორის, ბულგარეთის კაბინეტის წევრები და პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი.
ამჯერად იტალიაში დასი 16 კონცერტს გამართავს, კონცერტებია დაგეგმილი სან – მარინოსა და შვეიცარიაშიც.
თბილისელი მაყურებლის წინაშე ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 22 და 23 იანვარს წარდგება თბილისის საკონცერტო დარბაზში. იანვრის ბოლოს კი ორთვიან მოგზაურობაში გაემგზავრება პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიაში, უკრაინასა და ბელორუსიაში. ორი თვის მანძილზე 50 კონცერტია დაგეგმილი. ანსამბლის საგასტროლო გრაფიკი 2016 წელს უკვე შევსებულია. უკვე დაგეგმილია 2017 წლის პირველი ნახევარიც. ანსამბლი საქართველოში 3 იანვარს დაბრუნდება.