რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს „პრომეთე“ გადასცეს
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო „პრომეთე” გადასცეს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. დაჯილდოების ცერემონია კინოთეტრ „ამირანში“ გაიმართა. რეჟისორს ჯილდო ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა გაგა ჩხეიძემ და ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრებმა ურლიხ და ერიკა გრეგორებმა გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ლანა ღოღობერიძის ფილმის – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ჩვენება მოეწყო. თბილისის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური ჯილდო წელს დააწესეს. ფესტივალის ბოლო დღეს კიდევ ერთი სპეციალური პრიზი გაიცემა, რომელსაც სომეხი რეჟისორი, ერევნის კინოფესტივალისა და „ოქროს გარგრის” კინოფონდის დამფუძნებელი ჰარუტიუნ ხაჩატრიანი მიიღებს.