ნინო მაჩაიძის პირველი მასშტაბური საღამო

თბილისის საკონცერტო დარბაზში თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი ქართველი საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე, ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ხელოვანთა კავშირის „კონცეპტარტის” ორგანიზებით, 16 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა მიეცემა, მოუსმინოს მსოფლიოს წამყვანი თეატრების სოლისტის იმ არიებსა და ნაწარმოებებს, რომლებმაც მას აღიარება მოუტანეს.
ნინო მაჩაიძემ პირველი საერთაშორისო წარმატება 2005 წელს მოიპოვა, როდესაც მან მილანის ლა-სკალას აკადემიაში 400 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა და ვოკალისტთა კურსზე ჩაირიცხა სასწავლებლად. 2007 წელს კი ქართველი სოპრანოს ბრწყინვალე დებიუტი შედგა ლა-სკალასა და რომის საოპერო თეატრების სცენებზე, რის შემდეგაც მას მუსიკალურმა კრიტიკამ ”ქართული სენსაცია” უწოდა. 16 დეკემბერს აღიარებული სოპრანო მაყურებლის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება. საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორია ნიკოლოზ რაჭველი. შესრულდება არიები, დუეტები და სცენები ცნობილი ოპერებიდან: “ტრავიატა”, ”რიგოლეტო”, ”რომეო და ჯულიეტა”, ”კარმენი”, ”ბოჰემა” და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები