დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება.
წმინდა მარიამის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. მოულოდნელად ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული მარიამი ეყოლებოდა, რომელიც კაცობრიობას მხსნელს, იესოს მოუვლენდა.
სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი იგი მშობლებმა იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.
ტრადიციულად ამ დღეს მშობლებს ტაძრებში ბავშვები მიჰყავთ. ეს დღე ასევე ბავშვების დალოცვის დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები