„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკმა“ თავი ყუმბარმტყორცნით აიფეთქა (ვიდეო)

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკმა“ საკუთარი თავი შემთხვევით ყუმბარმტყორცნით აიფეთქა. ამის შესახებ გამოცემა „მირორი“ იუწყება.
შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეორგოლზე ჩანს მამაკაცი, რომელიც ოთახში ყუმბარმტყორცნით დგას. ის აპირებდა გასროლას და ყუმბარმტყორცნი დაზიანებული კედლის ნახვრეტს დაუმიზნა. თუმცა ტერორისტმა შეცდომა დაუშვა და ყუმბარა გარეთ გასროლის ნაცვლად პირდაპირ ოთახში აფეთქდა, რის შემდეგაც ოთახი კვამლით და ნამსხვრევებით გაივსო. სად და როდის იყო გადაღებული ეს ვიდეო, გამოცემა არ აკონკრეტებს.

https://youtu.be/jSz7jD01dTk

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები