წალკის მართლმადიდებლურ ტაძარში „მონა ლიზას“ პორტრეტზე ლოცულობენ

წალკის მართლმადიდებლურ ტაძარში ლეონარდო და ვინჩის მიერ შექმნილ პორტრეტზე – „ჯოკონდაზე“ ლოცულობენ. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.
ფოტოზე ჩანს, რომ „მონა ლიზას“ პორტრეტთან სანთლებია დანთებული. სავარაუდოდ, მრევლს და ვინჩის ნახატი ღვთისმშობლის ხატი ჰგონია.
“ჩვენი ასოციაციის წევრები წალკის მუნიციპალიტეტში გამართული ექსპედიციისას, ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში ასეთ ვითარებას წააწყდნენ”, – წერს  ეკოტურიზმის ასოციაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები