ლევან დარახველიძემ ჯავახეთის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები მოინახულა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მესამე მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დარახველიძემ, რაიონის გამგებელთან მამუკა ჩოქურთან ერთად, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე, N 45-ე ბაგა – ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
დეპუტატის განცხადებით, ჯავახეთის ქუჩის რეაბილიტაცია მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული ერთ-ერთი დაპირების შესრულებაა და ამ ქაუჩაზე დღეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
„გზის საფარის დაგება 2016 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, მაგრამ უკვე მიმდინარე წელს გამოთავისუფლებულმა საბიუჯეტო თანხებმა, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების საშუალება დაგეგმილზე ადრე მოგვცა“,- განაცხადა ლევან დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები