ხვალ ჟურნალ “Therapia საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართება

27 ნოემბერს სასტუმრო “რედისონში” სამედიცინო, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის “Therapia საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციაზე საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, საქართველოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების პროფესორები და დამსახურებული ექიმები, მასმედიის წარმომადგენლები არიან მიწვეული.
სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი “Therapia საქართველო” ამერიკული ჟურნალის “ლანცეტის” შვილობილი ჟურნალია და მისი საქართველოში დაფუძნების იდეა სრულიად უკრაინის ქართული სათვისტომოს პრეზიდენტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ბესიკ შამუგიას ეკუთვნის.
“თერაპია” მიზნად ისახავს ქართულ სამედიცინო საზოგადოებას თანამედროვე პოპულარული სტატიების, ევროპული და ამერიკული გაიდლაინების  ნაკრები მიაწოდოს და ამავე დროს მსოფლიოს სიახლეები შეუსაბამოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას და იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმების პროფესიონალიზმის ასამაღლებლად აქვს.
ჟურნალი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებულ სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ  გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები