შსს-მ “თავისუფლების” მეტროსთან მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მეტრო “თავისუფლების” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, – ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. მას ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა ბიჭს შელაპარაკება მოუვიდა 3 უცნობ მამაკაცთან, რომლებიც მისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ.
დაზარალებულმა უცნობებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ის ზურგის არეში დანით დაჭრეს. “კვირას” ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა მეგობარ ბიჭთან და გოგოსთან ერთად ცეკვიდან მოდიოდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდის დაჭრაში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, სოლოლაკელები იყვნენ. ისინი ადგილიდან მიიმალნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები