თეა წულუკიანი: ჩვენ ბრიუსელიდან დამაიმედებელი პროგნოზი მივიღეთ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას. თეა წულუკიანის განცხადებით, ეს არის ძირგამომთხრელი პოლიტიკა.
„რამდენიმე თვეა, ძალიან ბევრჯერ, მე პირადად მსმენია, რომ ბატონი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას და რომ თუ ეს გაკეთდება, მაშინ მთავრობაზე ევროპა დაკარგავს ბერკეტს. ის, რომ ეს არის ძირგამომთხრელი პოლიტიკა, აშკარაა, მაგრამ მე მინდა, მათ იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ქართველი ხალხის რეფორმატორულმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო და ჩვენ ბრიუსელიდან დამაიმედებელი პროგნოზი მივიღეთ. რა თქმა უნდა, 100%-იან გარანტიას ვერავინ მოგვცემს, თუმცა ითქვა, რომ პრინციპში არაფერი უდგას იმას წინ, რომ დეკემბერში დასკვნა დადებითი იყოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები