“ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა გამოაცხადოს “

  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და თინათინ ხიდაშელი აშშ-ში, უილიამსბურში CSIS (სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის) მიერ ორგანიზებულ ფორუმზე „ევროპის მომავალი“ მოხსენებით წარდგენენ. სესიაზე მთავარი საკითხი უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის ქმედებები და საფრთხეები იყო, რომელიც საქართველოს და სხვა მეზობელი სახელმწიფოების წინაშეა.
მთავარი აქცენტები ევროპის შესაძლებლობებზე და მოქმედების სტრატეგიაზე გაკეთდა. ფორუმს ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, პოლიტიკოსები და მეცნიერები ესწრებოდნენ. მთავარი კითხვა, რომელიც მომხსენებლებმა ექსპერტებს შესთავაზეს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი ნაბიჯები იყო.
“კითხვაზე, მანევრის რა შესაძლებლობა დარჩა დასავლეთს დღეს, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორია რუსეთმა საკუთრად გამოაცხადა, ალბათ ასეთივე სიცხადის და სუვერენული ქვეყნების არჩევანის პატივისცემის ჩვენებაა. ევროკავშირმა უნდა გამოაცხადოს გაფართოების პროცესი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამ მთავარ კანდიდატთან: უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან. საფრთხე სახეზეა, ის მყისიერი და მოსალოდნელია. ევროპამ ცხადი წითელი ხაზები უნდა გაავლოს.
მსგავსი ერთიანი საგარეო პოლიტიკური ამოცანების დემონსტრირების გარეშე რუსეთი დარწმუნებული იქნება, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან გაზის ტარიფზე წარმატებული მოლაპარაკებებით პრობლემების მოგვარება შეუძლია. ეს კი ძალიან ცუდი გზავნილი იქნება, რომელიც დღეს დემოკრატიული სამყაროს სისუსტეზე მიანიშნებდა. ამიტომ უნდა დავიჯეროთ, რომ ევროპა მოქმედებას დაიწყებს და გაფართოება იქნებოდა ყველაზე მარტივი, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პასუხიც. ასეთივე სრულიად ერთგვაროვანი პასუხი იქნება სანქციების ეს მესამე ჯგუფი, ანუ ეკონომიკური და სავაჭრო. ამ ორი საკითხის პრიორიტეტიზაციით ევროპა სრულიად ერთმნიშვნელოვან პასუხს გასცემს რუსეთს, რასაც შედეგები აუცილებლად მოყვება”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ფორუმი 20 მარტს ვაშინგტონში დასრულდება უკრაინის და ევროპის თანამედროვე გამოწვევების შესახებ დებატებით, რომელსაც ბზიგნევ ბჟეზინსკი და ბრენტ სკოუკროფტი გაუძღვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები