შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის მამა-შვილი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბერძნეთის მოქალაქეები, მამა-შვილი – 1989 წელს დაბადებული ალეკო ჟ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო 1964 წელს დაბადებული მამუკა ჟ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ალეკო ჟ-ს პირადი ჩხრეკისას 0,00061 გრ ჰეროინი და 0,0050 გრ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბის 4 ნატეხი, ხოლო მამუკა ჟ-ს კუთვნილი ველოსიპედის კორპუსიდან 0,6724 გრ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 141 აბი და 23 ნატეხი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამუკა ჟ-მ ნარკოტიკი საბერძნეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
ნარკოლოგიური შემოწმებით ალეკო ჟ-ს ბუპრენორფინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ალეკო ჟ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მამუკა ჟ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები