„რუსეთი ყირიმთან დაკავშირებით უკან არ დაიხევს“

 საზოგადოებრივი მოძრაობა „მოქალაქის” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ყირიმთან დაკავშირებით უკან არ დაიხევს. ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადებით, რუსეთი ყირიმთან დაკავშირებით ყველა ბერკეტს გამოიყენებს.
„ყირიმთან დაკავშირებით რუსეთი უკან არ დაიხევს და ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს. რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას, ვფიქრობ, აქ ზომიერება იქნება დაცული. იქნება იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში იყო გაკეთებული, მაგრამ არა იმდენი, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს. რაც მოხდა, ესაა დასაგმობი. მე და ქართველი ხალხი (არ მაქვს უფლება მთავრობის სახელით ვისაუბრო) მთლიანად გვერდში დავუდგებით უკრაინას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მან შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო მშვიდობიანი გზით. იმის ალბათობა, რომ მშვიდობიანი გზით განვითარდება მოვლენები, გაცილებით დიდია, თუმცა არაფერი არაა გამორიცხული. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და მაქსიმალური სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ უკრაინას”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროსთან” ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები