მაია ფანჯიკიძე ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩს, ბატონ ლიონელ ვეერს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი დრო 2015 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის არჩევნებში საქართველოს მონაწილეობისა და თავისუფლების ონლაინკოალიციაში საქართველოს წევრობის საკითხებს დაეთმო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებში (კომიტეტებში) საქართველოს მიერ პერიოდული ანგარიშების წარდგენასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში ადამიანის უფლებათა ელჩის თანამდებობის შემოღებაზე. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.