შსს-მ 3 – წლიანი ძებნის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსთავში დააკავა – ვიდეო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ 2011 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1979 წელს დაბადებული მანუჩარ მ. რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, მანუჩარ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 165 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2011 წლის 6 მარტს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1984 წელს დაბადებული ვ. ბ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მანუჩარ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები