შსს-მ 26 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თეიმურაზ გ. თბილისში, კედიას ქუჩაზე დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 26 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,208 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით თეიმურაზ გ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები